aktualności
წმ. გრიგოლ ფერაძის დღესასწაული 2012
2012-12-09
2012 წლის 6 დეკემბერს წმიდა მღვდელმოწამე არქიმადრიტ გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთვთან დაკავშირებით ვარშავის
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

მსახურება აღავლინა სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ. წირვის ჩატარებაში მონაწილეობა მიიღეს: არქიმადრიტი ანდრია საქართველოდან, მამა ანატოლი შიდლოვსკი წმ. მარია მაგდალენას სახელობის ვარშავის საკათედრო ტაძარიდან, მამა ჰენრიკ პაპროცკი და მამა არტურ ალეკსიეუკი წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრიდან აგრეთვე დიაკვანი რაფაელი შჩერბაჩი.

მეუფე ანდრიამ ქადაგებაში აღნიშნა, რომ წმ. გრიგოლ ფერაძემ თავისი ნაქადაგები საკუთარი ცხოვრებით და სიკვდილით დაადასტურა და ზუსტად ის აერთიანებს ქართველ და პოლონელ ხალხებს. მან აგრეთვე გაუსვა ხაზი წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ტაძრის სამრევლოს წინსვლას და დიდი მადლობა გადაუხადა როგორც მრევლს ასევე სასულიერო პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ მრევლის გაზრდას.

წინა დღეს ჩატარდა საღამოს ლოცვა, რომლის დასრულებისთანავე ყველა ერთად მიირთვეს წინასწარ მომზადებული ვახშამი.

იუბილეს აღნიშვნა გაგრძელდა ვარშავის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კავკასიოლოგიურ კონფერენციაზე. კვირას, 9 დეკემბერს, სტუმრები მასპინძლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს წირვაში კრაკოვის ეკლესიაში და მოინახულეს ასვიცის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც წმ. გრიგოლ ფერაძე დაიღუფა.