ჩვენს შესახებ
წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის ვარშავის მართლმადიდებლური ეკლესია ის ადგილია, სადაც საღმრთო მსახურებები (წირვა-ლოცვები) პოლონურ ენაზე ტარდება (პოლონეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვა-ლოცვა ძირითადად ძველ სლავურ ენაზე ტარდება). 2010 წლის მარტიდან წირვის დროს სახარება იკითხება ასევე ქართულ ენაზე.

ჩვენი მისამართია: ლელეხოვსკას ქუჩა 5, ვარშავა.

წირვა-ლოცვები არის რეგულარული – ყოველ შაბათსა და კვირას აგრეთვე დიდ დღესასწაულებზე და დიდ მარხვის პერიოდში. დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია თავში „წირვა-ლოცვები”.

მრევლის სულიერი მოძღვრები არიან დეკანოზი მამა ჰენრიკ პაპროცკი და მამა არტურ ალეკსიეიუკ.